ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

მოსახლეობის საყურადღებოდ!

27 აპრილი, 2021

ინფორმაცია  გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი  შენიშვნებისა  და  მოსაზრებების წარმოდგენის ვადის ცვლილებასთან დაკავშირებით

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოს - ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიის ნარჩენების ინსინერაციისთვის განკუთვნილი მინი ინსინერატორის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის N175 დადგენილებით 2021 წლის 4 მაისიდან - 11 მაისის ჩათვლით ქვეყანაში გამოცხადებულია უქმე დღეები, შეიცვალა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად განსაზღული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის ვადები.

 სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოს - ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ნარჩენების ინსინერაციისთვის განკუთვნილი მინი ინსინერატორის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები განცხადებაში (იხ. ლინკი) მითითებული ვადის (2021 წლის 5 მაისის ჩათვლით), ნაცვლად შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 14 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31741

გააზიარე