ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობის მონიტორინგი კორონავირუსთან დაკავშირებით

1 May, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პოტენციური შემთხვევების დროულად გამოვლენისა და ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობის მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს.

სოფლის ექიმები და ექთნები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად, სპეციალურად შედგენილი კითხვარის საშუალებით ახდენენ მოსახლეობის გამოკითხვას. ადგილზე ეცნობიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას და სთხოვენ მაქსიმალურად დაიცვან კორონავირუსთან დაკავშირებული წესები და რეკომენდაციები.

ამ ეტაპისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 14 000-მდე მოქალაქეა გამოკითხული თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე და ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები, არც ერთ მათგანში არ გამოვლენილ

გააზიარე