ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

7 თებერვალი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით ტაბატაძე, საბა კბილაშვილი და ჰამბარცუმ ბაბოიანი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრები ამჯერად, წირაში, მიქელწმინდასა და წყრუთში გაიმართა, სადაც მოსახლეობამ, ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვიტა თუ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა. შერჩეული პრიორიტეტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები.

+8

გააზიარე