ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

9 თებერვალი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ჭვინთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ შეხვედრებს მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფლების ანის, ჭვინთისა და ელიაწმინდის არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს. ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს თუ რას მოხმარდება დასახლებებისთვის გამოყოფილი თანხა.

საკონსულტაციო შეხვედრები 1-დან 17 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა

#2023წელი

#ინფრასტრუქტურა

+12

 

გააზიარე