ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

20 ნოემბერი, 2019

დღეს, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების წყორძის, ანდის, ანდრიაწმინდისა და მუსხის მაცხოვრებლებს შეხვდნენ


ღია შეხვედრებზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და დეპუტატებმა ადგილობრივებთან ერთად დასახლებების წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

მოსახლეობის მხრიდან ძირითად პრიორიტეტებად გაზიფიცირება, შიდა გზების მოწესრიგება, წყალმომარაგების გაუმჯობესება, გარე განათების, მგზავრთა მოსაცდელებისა და სპორტული მოედნის მოწყობა დასახელდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სახელმწიფო პროგრამები, რეგიონში მიმდინარე მასშტაბური პროექტები, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მომავალი 2020 წლის გეგმები გააცნეს.

გააზიარე