ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

16 ნოემბერი, 2019

დღეს, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში - სხვილისში, ზემო სხვილისში, ივლიტაში, დიდ პამაჯში და პატარა პამაჯში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დასახლებების წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

სოფლებში ძირითად პრობლემებს შორის სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, შიდა გზების მოწესრიგება, საშეშე მერქნით უზრუნველყოფა, გაზიფიცირება და გარე განათების მოწყობა მოწყობა დასახელდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ შეკრებილებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურულ პროექტები, ასევე 2020 წლის გეგმები და მთავარი პრიორიტეტები გააცნო.

მოსახლეობასთან შეხვედრები ეტაპობრივად ყველა დასახლებაში გაიმართება, რომელთა მიზანია არსებული საჭიროებების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირება.

 

გააზიარე