ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან შეხვედრები

8 თებერვალი, 2023

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, წყრუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებს მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, მერიის, საკრებულოსა და დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ. მათ სოფლების წყრუთის, წირისა და მიქელწმინიდს მაცხოვრებლებთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

საკონსულტაციო შეხვედრები 1-დან 17 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა

#2023წელი

#ინფრასტრუქტურა

+5

 

გააზიარე