ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება

11 თებერვალი, 2020

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება.

10 თებერვალს, დასახლების საერთო კრებები გაიმართა მინაძის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ.

საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
 მინაძე - არსებული ხიდის რეაბილიტაცია;
 ჭაჭარაქი - სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია;
 ღრელი - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

მიმდინარე წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვლამდე გაგრძელდება, მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტს, რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

 

გააზიარე