ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასასრულს უახლოვდება

25 თებერვალი, 2020

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები დასასრულს უახლოვდება.

გურკელის, წინუბნის, აგარის, საყუნეთისა და ზიკილის მოსახლეობასთან შეხვედრებს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტეტები გააცნეს ადგილობრივებს, იმსჯელეს დასახლებებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე. მოსახლეობამ შეხვედრებზე თავად გადაწყვიტა, რა პროექტები უნდა განხორციელდეს პროგრამის ფარგლებში.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე