ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება

9 ნოემბერი, 2019

პროექტის „ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფლების კლდის, წნისის, წყრუთისა და ქალაქ ახალციხეში 9 აპრილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, დეტალურად გააცნეს 2020 წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტები და პატრამეტრები.

ღია შეხვედრებზე ერთობლივად განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებები. მოსახლეობამ მთავარ პრობლემებად სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, შიდა გზების მოწესრიგება, გაზიფიცირება, გარე განათების, სკვერების, სპორტული მოედნებისა და ფანჩატურების მოწყობა დაასახელა.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით შეხვედრებზე წამოჭრილი პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. ღია შეხვედრების მთავარი მიზანიც, სწორედ ამ საჭიროებების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირებაა, რისთვისაც მუნიციპალიტეტი მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

გააზიარე