ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

16 ნოემბერი, 2018

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის შესახებ.

დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტების დოკუმენტზე წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები საკრებულოს პარატში, არაუგვიანეს 2018 წლის 25 ნოემბრისა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისამართია: ქ.ახალციხე, შალვა ახალციხელის ქ.№2, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.

   

გააზიარე