ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„მლაშიხევის“ დახურული სანიაღვრე წყალშემკრების მოწყობა

12 აგვისტო, 2020

სტიქიის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ე.წ „მლაშიხევის“ დახურული სანიაღვრე წყალშემკრების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 80 მეტრი სიგრძის, 4 მეტრი სიგანისა და 2 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
 

გააზიარე