ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

მერია ამანათების დარიგებას აგრძელებს

11 May, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსი ზედგინიძემ, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან და დეპუტატთან ერთად, სოფელ ღრელში, მინაძეში და ჭაჭარაქში მცხოვრები ოჯახები მოინახულეს, მათ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და სასურსათო ნობათი გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალციხის მერიისა და ადგილობრივი ბიზნესის თანამშრომლობით, რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარება.

გააზიარე