ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მეორე შახტის დასახლებაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

29 May, 2020

ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში, სადაც გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. მიმდინარე სამუშაოების პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, მოადგილესთან ალექსი ზედგინიძესთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 298 265 ლარით ფინანსდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა მელიქიძის განცხადებით - „ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს, წესრიგდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებთან მისასვლელი გზები. ამასთან, სამუშაოები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება“.

აღსანიშნავია, რომ 5 მაისიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიურად განახლდა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სამშენებლო კომპანიები, ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომებისა და შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით აგრძელებენ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

გააზიარე