ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მარჯანიშვილის დრამატული თეატრი ახალციხეში

27 ივნისი, 2019

მესხეთის  დრამატულმა თეატრმა, თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო  დრამატული თეატრის დასს უმასპინძლა.  წარმოდგენილი იქნა, დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით, სპექტაკლი „ბაკულას ღორები“.  

ლევან წულაძის და ანა ცუცქირიძის რეჟისორობით,  მხახიობების მაღალმა საშემსრულებლო ოსტატობამ, ტრაგიკული და კომიკური სცენებით გაჯერებულმა წარმოდგენამ  ახალციხელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.   

სპექტაკლის შესახებ:

„ მეოცე საუკუნის ოციანი წლებია… ცოტა ხნის წინ პირველი მსოფლიო ომი დასრულდა, დაიშალა ხუთი იმპერია, პატარა საქართველო ისტორიის გასაყარზეა - არავინ იცის, მომავალში რა ელის… საით წავა… რუსეთის იმპერია წარსულია, აწმყო მყიფე დამოუკიდებლობაზე დგას, ხოლო მომავალი ბურუსითაა მოცული…

საქართველო კუნძულივითაა, რომელიც დაშლილ იმპერიებს შორის მოქცეულა…

დავით კლდიაშვილის შემცბარი და უხმაურო გმირები თავიანთი პატარა ეზოებისა და სახლების გადარჩენას თუ შენარჩუნებას ცდილობენ, რადგან დრო და დრო მეზობლის ღორები ანადგურებენ მათ მწირ მოსავალს… ამბობენ, რომ ეს ბაკულას ღორებია… მაგრამ ნუთუ შესაძლებელია, რომ ამ უხილავი ბაკულას მშიერი ღორები ქმნიდნენ ამხელა ხმაურს?

ისტორიაში თითქოსდა უმწეოდ გამოკიდებულ პატარა სივრცეს - გალაკტიონ ხოსოლიანის ბევჯერ გადაჯეგილ და ისევ აღდგენილ ეზოს ყველა მხრიდან უტევენ ახლებური შინაურ-გარეული არსებები …“  -    ლაშა ბუღაძე

ღონისძიებას გენერალურ პარტნიორებთან ერთად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ  გაუწია მხარდაჭერა.

გააზიარე