ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კოსტავას ქუჩაზე ახალი სკვერი ეწყობა

11 ნოემბერი, 2019

ქალაქ ახალციხეში, კოსტავას ქ. №165-179 (ე.წ. ხუთსართულიანები) კორპუსებს შორის სკვერის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

ახალ სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი, დასასვენებელი სივრცე და გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორები მოეწყობა, განთავსდება შესაბამისი ინვენტარი, სკვერის შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და დამონტაჟდება გარე განათება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ დასახლებაში სკვერი ამ დრომდე არ არსებობდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ.

 

გააზიარე