ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია გრძელდება

14 May, 2020

ქალაქ ახალციხეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება.

ამ ეტაპზე, სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩა №99, №99ა, №101,№103, №107 და აპინძის ქუჩის №36 მდებარე მრავალსართულიან კორპუსებზე.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება:
საცხოვრებელი სახლების ფასადების შეღებვა
 სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა
სადარბაზოებში იცვლება ფანჯრები
 მოპირკეთდება კიბეები, კედლები და ჭერი
 კორპუსის მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე გაეცნენ.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გააზიარე