ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კორონავირუსზე მოსახლეობის უფასო ტესტირება მიმდნარეობს

18 იანვარი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსზე, ანტიგენის სწრაფი მარტივი ტესტით, მოსახლეობის უფასო ტესტირება მიმდნარეობს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2021 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.

დღეს, ტესტირება სოფლებში მუგარეთში, ფერსაში და ანდრიაწმინდაში ჩატარდა,სადაც ადგილობრივებს საშუალება ჰქონდათ ჯანმრთელობის პრევენციის მიზნით, სიმპტომების არ ქონის შემთხვევაშიც ჩაეტარებინათ შესაბამისი ტესტირება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წამომადგენლები ტესტირებას ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განახორცილებენ.

დაინტერესებულ პირებს, სწრაფი მარტივი ტესტირებისთვის ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ დაწესებულებებს:

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - ქალაქი ახალციხე, კეცხოველის ქუჩა N 6, IV სართული;

2. სს,,ევექსის ჰოსპიტლები" ახალციხის რეფერაქლური ჰოსპიტლები - ქალაქი ახალციხე რუსთაველის ქუჩა N105 ა;

3. შპს ახალციხის კლინიკა ,,იმედი'' - ახალქალაქის გზატკეცილი ჩიხი N3;

4. კოვიდ სასტუმრო ,,გრანდ პალასი" - ქალაქი ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა N2 ბ;

5. სამცხე-ჯავახეთის ,,დემოკრატ ქალთა საზოგადოება"- ქალაქი ახალციხე, მერაბ კოსტავას ქუჩა N109. 

 

გააზიარე