კლასიკური მუსიკის კონცერტი №7 საბავშვო ბაგა-ბაღში
დღეს, ქალაქ ახალციხის №7 საბავშვო ბაგა- ბაღში “კლასიკური მუსიკის კონცერტი” გაიმართა. სამუსიკო სკოლის პატარა ვირტუოზებმა აღსაზრდელებს მუსიკალური ინსტრუმენტები გააცნეს და სხვადსხვა ნომრები შეასრულეს.
ღონისძიება ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების და მუსიკალური სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდება. კონცერტის მიზანია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, პატარა მსმენელების დაინტერესება კლასიკური მუსიკის ჟანრით, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება და ინტერესის გაზრდა მუსიკალურ სკოლაში სწავლისადმი.
ღონისძიებას განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი და სამუსიკო სკოლის დირექტორი ირმა დავლაშერიძე ესწრებოდნენ.
მუსიკალური აქტივობები ქალაქ ახალციხის ყველა საბავშვო ბაღში გაიმართება.