ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

12 May, 2020

ქალაქ ახალციხეში თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამოშაოები განახლდა.

პროექტის ფარგლებში ახალი ფილებით მოპირკეთდება სკვერი და საფეხმავლო ბილიკები, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ასევე მოეწყობა გამწვანების ზოლი და სარწყავი სისტემა.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ალექსი ზედგინიძე გაეცნო.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გააზიარე