ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ქალაქ ახალციხის № 1 საბავშვო ბაღი

11 აგვისტო, 2020

დასრულების ეტაპზეა, ქალაქ ახალციხეში, ახლადრეაბილიტირებული № 1 საბავშვო ბაღის ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვის პროცესი. პატარებისათვის სასიამოვნო და საინტერესო გარემოს შექმნის მიზნით კი, ბაღის შესასვლელის შიდა ინტერიერი ფერადი ნახატებით გაფორმდა.

პროცესს, დღეს ადგილზე გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი. გურამ მელიქიძემ საბავშვო ჯგუფები, სამზარეულო, სველი წერტილები და საბავშვო გასართობი მოედანი დაათვალიერა, ასევე მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა მხატვრებს პატარებისთვის საინტერესო და სასიამოვნო გარემოს შექმნისათვის.

საბავშვო ბაღის შესასვლელი ზღვის ფერადი სამყაროს ბინადრებითა და წყალმცენარეებით ახალციხელმა მხატვრებმა თამარ თამარაძემ და მარია ჩახმახჩიანმა მოხატეს.

გააზიარე