ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ქალაქ ახალციხეში, გამწვანების ღონისძებები მიმდინარეობს

19 ივლისი, 2022

საქართველოს პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ ახალციხეში, გამწვანების ღონისძებები მიმდინარეობს.

რეკრეაციულ ზონებში და სკვერებში ახალი მწვანე ნარგავები დაირგო. ქალაქი ვერცხლისფერი ნაძვის, სმარაგდა ტუიას, ევონიმუსი გოლდის, ლიგესტრუმის ოლეანდრას, ფოტინიას, ბზის, ბურთისებრი კვოდოს და სხვა ნარგავებით გალამაზდა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „სერვის ჯგუფის“ თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

ასევე, პროგრამის ფარგლებში, ურბანული განახლების სამუშაოები მიმდინარეობს თამარაშვილის, კოსტავასა და ნათენაძის ქუჩებზე. რეაბილიტაცია უტარდება ქალაქის ცენტრალურ პარკს, თამარაშვილის მოედანს და მიმდებარე სკვერს, ასევე ნათენაძისა და კეცხოველის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლებისა და ექვსსართულიანი შენობის გარე ფასადებს.

 

გააზიარე