ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ირაკლი ლაზარაშვილი ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

31 ოქტომბერი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი დღეს ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს გაწეული მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ახალციხის მერიასთან არსებული, ახალგაზრდული საბჭო მიმდინარე წლის 4 ივლისს ჩამოყალიბდა, იგი დაკომპლექტებულია 18 ძირითადი და 10 ასოცირებული წევრისაგან. საბჭოს მიზანია, ადგილობრივ დონეზე მაქსიმალურად მოხდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გამოვლენა და გათვალისწინება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 4 თვიანი აქტიური მუშაობის განმავლობაში ახალციხის ახალგაზრდულმა საბჭომ სხვადასხვა ღონისძიებებში და აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. საბჭოს წევრებმა კომპეტენციის ამაღლების მიზნით გაიარეს ტრენინგები, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. აქტიურად იყვნენ ჩართული ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებაში. მიიღეს მონაწილეობა პროექტის „ახალგაზრდული პოტენციალის ხელშეწყობა“ ფარგლებში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებში, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision- საქართველო, ახალგაზრდულ ასოციაცია „დრონთან“ და გერმანულ ორგანიზაცია East-West-East-თან ერთად ახორციელებს. ამავე პროექტის ფარგლებში ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს 3 წევრი გერმანიაში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება. საბჭო აქტიურად იყო ჩართული ინიციატივაში „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, რომელიც „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“, გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და ევროკავშირის მხარდამჭერით განხორციელდა.

შეხვედრაზე, აღინიშნა ისიც რომ ახალციხის ახალგაზრდული საბჭო ამ ეტაპზე რამდენიმე გრძელვადიან პროექტზე, მათ შორის მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. საბჭოს წევრების ინფორმაციით, იგეგმება შეხვედრები სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, რათა მოიკვლიონ მათი ინტერესები და საჭიროებები.

თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა შეხვედრის მონაწილეებთან მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების, ასევე ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს და ახალგაზრდულ საბჭოს მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვეს.

+8

 

გააზიარე