ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ინტერნეტ მომხმარებლებისთვის შექმნა ახალი ვებგვერდი - „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“

27 May, 2022

არასამთავრობო ორგანიზაციამ - ქალთა ფონდი „სოხუმი“, კანადის „თანასწორობის ფონდის" (Equality Fund) მხარდაჭერით,  საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად არსებული დახმარებისა და მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით,  ინტერნეტ მომხმარებლებისთვის შექმნა ახალი ვებგვერდი - „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ - www.sosfsokhumi.ge

ვებგვერდი მოიცავს ინფორმაციას მუნიციპალიტეტებში ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის კუთხით არსებულ პროგრამებზე, ასევე ცენტრალურ  და საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ სერვისებზე.

 ვებგვერდზე, ასევე განთავსებულია ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია (სიახლეები, თემატური ლიტერატურა, კვლევები, სტატისტიკა, ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები), რომელიც,  ძალადობის მსხვერპლს (დაზარალებულს) ან უბრალოდ, მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს,  დაეხმარება ერთ სივრცეში იოლად იპოვოს და მიიღოს ყველა  საჭირო ინფორმაცია.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი -  www.sosfsokhumi.ge

გააზიარე