ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფელ ბოგაში

4 აგვისტო, 2021

სოფელ ბოგაში შიდა საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი  დაიგო  და სანიაღვრე არხი  გაკეთდა. ასევე, სოფლის ცენტრში მგზავრთა მოსაცდელი მოეწყო.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტები  სოფლის მაცხოვრებლებმა დასახლების საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით  თავად შეარჩიეს.

გააზიარე