ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

იდეების კოკურსი ახალგაზრდებისთვის

3 აგვისტო, 2020

 ახალგაზრდების საყურადღებოდ!

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტში მცხოვრები  ახალგაზრდებისთვის (14-29 წელი)  აცხადებს იდეების კონკურსს.

თუ ხარ აქტიური ახალგაზრდა და გაქვს იდეა, რომელიც ეხება შენი თანატოლების პიროვნულ გავითარებას, მათი თავისუფალ დროს რაციონალურად და ეფექტურად გამოყენებას; ახალგაზრდების კეთილდღეობას, უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს შექმნას, მათ წახალისებას და მხარდაჭერას, მათთვის სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი ცნობიერება ამაღლებას და შესაძლებლობას ხელი მიუწვდებოდეთ კულტურული, შემოქმედებითი და რეკრეაციული პროგრამების განხორციელებაში;  

მაშინ ეს  კონკურსი თქვენთვისაა! მიიღე მონაწილეობა  და დარეგისტრირდი  მითითებულ ბმულზე ახლავე.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdmiVqqhMS1LejlYbmvPcHPy71vYOcQ_XwX0TBoBMW8IDjHsw/viewform

გეძლევათ კარგი შესაძლებლობა,  რათა განახორციელოთ თქვენი იდეა და პოზიტიური ცვლილებები მოუტანოთ თემსა და თქვენს თანატოლებს.

კონკურსის მიზანია:

ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს ან ახალგაზრდულ ცენტს, რომლებსაც განვითარებისთვის ესაჭიროებათ მხარდაჭერა.

პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 1000 ლარს.

იდეების სააპლიკაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 სექტემბერი. გისურვებთ წამრატებას!!!

დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ - 591 44 97 66 ან mariamzazadze@gmail.com; მარიამ ზაზაძე (პროგრამის კოორდინატორი, ახალგაზრდული მუშაკი)

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ გადახვიდეთ აღნიშნულ ლინკზე, ჩამოტვირთეთ ფაილი და გაეცანით იდეების კონკურსის გზამკვლევს.

 

 

 

გააზიარე