ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„იდებატე განვითარებისათვის“ - ახალგაზრდული პროექტი

25 ნოემბერი, 2019

დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, კონკურსში ,,იდებატე განვითარებისთვის’’, შერჩეულ ახალგაზრდებს პირველი ტრენინგი ჩაუტარდათ დებატების ტექნიკის შესახებ.

პროექტში 16 ახალგაზრდა მონაწილეობს, რომლებიც გაივლიან სასწავლო კურსს დებატების შესახებ და ამის შემდეგ მიიღებენ დებატებში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ პროექტს „იდებატე განვითარებისთვის“, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და პირველი საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფი ახორციელებს. მისი მიზანია ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება, დებატების საშუალებით მეტყველებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. კონკურსში მე-8 ,მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

გააზიარე