ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

"ღვინის დღეები" ახალციხეში

12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ახალციხეში, "ახალციხის ციხეზე" ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ღვინის, მესხური ყველისა და პურის დეგუსტაციაში. მონაწილეებისთვის ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი იყო სამახსოვრო სუვენირების გამოფენა-გაყიდვა.

კვების სივრცე მრავალფეროვანი კერძებით.

გაიმართა საბავშვო შემეცნებითი აქტივობები; შემეცნებითი თამაში „ქართული ღვინის ისტორია“. მასტერკლასი: ღვინის სახეობები და კერძების შეხამება; ღვინის დეგუსტაცია და შემეცნებითი საუბარი მოწვეულ სპეციალისტთან ერთად.

დღის ბოლოს ღონისძიება მუსიკალური პროგრამით ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთი“ და ნორვეგიელ მომღერალთა გუნდმა „Sunnmøre Prosjektkor”.

- ანა ჟორდანია და ჯაზ-კვარტეტი - პროექტით „ჯაზი ღვინოსთან“ დაასრულეს.

+44

 

გააზიარე