გურამ მელიქიძე ბიბლიოთეკების თანამშრომლებს შეხვდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანების და მასში შემავალი ბიბლიოთეკების თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრა სამუშაო ფორმატის იყო. გურამ მელიქიძე დაწესებულებებში არსებული ვითარებით დაინტერესდა და მათთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილა.