ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი კონკურსი

25 დეკემბერი, 2020

ქ. ახალციხეში გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი კონკურსი

ქ. ახალციხეში გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი კონკურსის „დამკვეთი“ და „ორგანიზატორია“ ახალციხის მუნიციპალიტეტი.


1. ზოგადი ნაწილი

ქალაქ ახალციხეში, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის „მეფე გიორგი V  ბრწყინვალე“ განთავსების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტი, პროფესიული საზოგადოების ჩართულობით აცხადებს ღია შემოქმედებით კონკურსს, რომლის საფუძველია „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 12 ნოემბრის N22 დადგენილება, „არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის საუკეთესო საპროექტო წინადადებისა და ესკიზის შერჩევის მიზნით, საკონკურსო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 16 ნოემბრის N :ბ12.122032118 ბრძანება და „საქართველოს მეფის - გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საკითხის მიზანშეწონილად ცნობის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 დეკემბრის N გ.13.13203496 განკარგულება.   

საკონკურსო მასალების შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენას მოახდენს“ „არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის საუკეთესო საპროექტო წინადადებისა და ესკიზის შერჩევის მიზნით, საკონკურსო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 16 ნოემბრის N :ბ12.122032118 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია. საკონკურსო განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაცია გამოქვეყნდება საჯაროდ.


2. კონკურსის მიზანი და ამოცანა

2.1 კონკურსის მიზანია ქალაქ ახალციხეში, მეფე გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის განთავსება.


2.2 კონკურსის ამოცანაა, საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ღია შეჯიბრების პრინციპზე დაყრდნობით არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენა.

 

3. კონკურსის პირობები

3.1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით.


3.2 კონკურსი ცხადდება ღიად, ხოლო წარმოდგენილი წინადადებების შეფასება ხორციელდება ფარული წესით.


3.3 საკონკურსო მასალის წარდგენა და კონკურსის საქმიანობის წარმოება ხდება ქართულ ენაზე.


3.4 მონაწილის მიერ დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო მასალები, (დოკუმენტები და საპრეზენტაციო მასალა,  ჩაბარების ვადა და ა.შ.) კონკურსზე არ განიხილება და შესაბამისად მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.


3.5 ესკიზური ნამუშევრის მომზადებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოება:


ა) ესკიზური ნამუშევარი კომპოზიციური და არქიტექტურული თვალსაზრისით უნდა პასუხობდეს საკონსკურსო პირობებს და თანხვედრაში მოდიოდეს გარემოსთან;
 

ბ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციისათვის შერჩეული ადგილი  უნდა ითვალისწინებდეს და შეესაბამებოდეს საკონკურსო თემის კონტექსტს. უნდა მდებარეობდეს ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩის დასაწყისში (წრიულზე) ან ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.


გ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იდეის კლასიკურ ხედვას.


3.6 კონკურსანტი თავისუფალია არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში. პროექტის განხორციელების საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს – 200 000 (ორასი ათას) ლარს, საავტორო ჰონორარის ჩათვლით.


3.7 პროექტის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს გამარჯვებულ კონკურსანტთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ას ოთხმოცი) კალენდარულ დღეს.


3.8 კონკურსის ჩატარების პროცედურები და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, მათ შორის შესაძლო პრეტენზიები, რეგულირდება წინამდებარე საკონკურსო პირობებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


4. კონკურსის კალენდარი

4.1 საკონკურსო  წინადადებების  მიღება-რეგისტრაცია  ხორციელდება - კონკურსის  გამოცხადებიდან   60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.


4.2 საკონკურსო წინადადება წარდგენილი უნდა იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართზე: საქართველო, ახალციხე, 0800, კოსტავას ქ. 18


4.3 საკონკურსო წინადადებები საჯაროდ განთავსდება  მათი მიღების დასრულებიდან 10 ( ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
 

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში თუ საკონკურსო მასალების მიღების საბოლოო ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მასალების წარმოდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.


5. კონკურსზე წარსადგენი მასალები

5.1. საკონკურსო წინადადება, წინამდებარე კონკურსის პირობების მოთხოვნების შესაბამისად, უნდა ჩაბარდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, როგორც მყარი მასალის სახით - საპრეზენტაციოდ, ასევე მისი ელექტრონული ვერსია, CD/DVD დისკზე ჩანაწერის სახით.


5.2 საკონკურსო წინადადების წარმოსადგენი მასალები:
ა) არქიტექტურული ნახაზები - სიტუაციური გეგმა - მ. 1:200 ან მ. 1:500, კომპოზიციური გეგმა - მ. 1:10, ორი ხედი - მ. 1:10, მათ შორის არსებულ გარემოში ორი ფოტომონტაჟი. მასალები განთავსებული უნდა იყოს A-2 ზომის პლანშეტებზე ჰორიზონტალურად (არაუმეტეს 2 პლანშეტი);


ბ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია - მაკეტის სახით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს (1x1x1მეტრს);


გ) ელექტრონული ვერსია - PDF ფორმატში (დაარქივებული ფაილით არაუმეტეს 25 მგბ), აგრეთვე დამატებით ცალკეული გამოსახულებებით JPG ფორმატში (300 dpi).
დ) განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მომზადდეს A-4 ფორმატზე, №12 შრიფტით, არა უმეტეს    4 (ოთხი) გვერდზე, 2 (ორი) ეგზემპლიარად. განმარტებით ბარათში  მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული პროექტის კონცეფცია, ასევე ზუსტად უნდა იყოს მითითებული რა მასალაში განხორციელდება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციია. ავტორების შეხედულებისამებრ შესაძლებელია დამატებითი მასალების წარმოდგენა;
ე) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - Excel-ის ცხრილის სახით, სადაც ჩამოთვლილი იქნება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის დამზადებისა და განთავსებისთვის საჭირო მომსახურება და მოცემული იქნება მისი დამზადებისა და განთავსების საერთო ღირებულება (ყველა გადასახადის ჩათვლით).


5.3 დაუშევებელია საპრეზენტაციო ვიზუალურ მასალებზე ავტორების მითითება.


5.4. ინფორმაცია ავტორის/ავტორების შესახებ უნდა განთავსდეს დალუქულ კონვერტში. ორი ან მეტი ავტორის შემთხვევაში განმარტებული უნდა იყოს მათი კომპეტენციები და პასუხისმგებლობები.

6. შეფასების კრიტერიუმები

6.1 საკონკურსო კომისია წარმოდგენილ საკონკურსო წონადადებებს შორის შეარჩევს ერთ საუკეთესოს, რომლის ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს მიენიჭება კონკურსში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულის სტატუსი.

6.2 გამარჯვებულად ცხადდება ის საკონკურსო წინადადება, რომელიც ყველაზე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს.


6.3 საკონკურსო კომისიის მიერ, კონკურსის პირობების სხვაგვარად ინტეპრეტაცია დაუშვებელია;


6.4 გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ეყრდნობა კონკურსანტის მიერ საკონკურსო მასალების მომზადებას, კონკურსის მოთხოვნების სრულყოფილად დაცვას და საკონკურსო მასალების ჩაბარების პირობების ჯეროვან შესრულებას, ხოლო მასალების შეფასებისას საკონკურსო კომისია ხელმძღვანელობს ძირითადი და დამატებითი კრიტერიუმებით: 

ა) ძირითადი კრიტერიუმი - მხატვრული ღირებულების მიხედვით;
ბ) დამატებითი კრიტერიუმი - ფასის მიხედვით.

 

6.5 შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონის კოეფიციენტებია:

ა) ძირითადი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.7;
ბ) დამატებითი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.3.

შენიშვნა:

შეფასებისას საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ცალ-ცალკე აფასებს ორივე კრიტერიუმს 10 ბალიანი სისტემით, ხოლო ყოველი კონკრეტული ესკიზის საბოლოო შეფასება განისაზღვრება საკონკურსო კომისიის წევრების მიერ თითოეული კრიტერიუმისთვის მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლების შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონების კოეფიციენტზე ნამრავლის ჯამური მაჩვენებლით.

 

7. კონკურსის მხარეთა ვალდებულებები

7.1. კონკურსის თითეული მხარე „კონკურსის დამკვეთი“ და „კონკურსის ორგანიზატორი“, „საკონკურსო კომისიის წევრი“ და „კონკურსის მონაწილე” ვალდებულია, კონკურსის მიმდინარეობისას ხელი შეუწყონ პროცესების მართლზომიერ წარმართვასა და კონკურსის დამთავრებამდე უზრუნველყონ საკითხთა კონფიდენციალურობა და საკონკურსო წინადადების ანონიმურობა.

7.2. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია:

ა) მოახდინოს კონკურსის ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა (კონკურსის ბიუჯეტი და სხვა ტექნიკური ხარჯები);


ბ) გამარჯვებულ ავტორთან, წინადადების რეალიზების მიზნით გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება;


გ) შექმნას კონკურსის წარმართვისათვის ყველა სამართლებრივი წინაპირობა;


დ) უზრუნველყოს საკონკურსო არეალისა და საკონკურსო ტერიტორიის საკვლევი სამუშაოების შესრულება. 

7.3. საკონკურსო კომისიის ვალდებულება:
ა)  მოახდინოს საკონკურსო წინადადებების საჯარო გამოფენა;
ბ) შექმნას ყველა წინაპირობა, რათა წინამდებარე კონკურსი წარიმართოს გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად;
 

7.4. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია:
ა) ჯეროვნად შეასრულოს საკონკურსო პირობების მოთხოვნები;


ბ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულ(ებ)ი მუნიციპალიტეტს ანიჭებს უფლებას, გასცეს რეკომენდაცია, ავტორ(ებ)ი მონაწილეობით, გამარჯვებულად გამოვლენილ წინადადებაში (ნაწარმოებში) რაიმე ტიპის ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.


გ) კონკურსში გამარჯვებული წინადადების ავტორ(ებ)ი ახალციხის მუნიციპალიტეტს გადასცემს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებებს;


დ) იმის გათვალისწინებით, რომ კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია თვითონ განახორციელოს პროექტი, შესაბამისად მისი შესრულებისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა და შესრულების ვადები არ უნდა აღემატებოდეს კონკურსის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
 

8. კონკურსის შედეგები

8.1 საკონკურსო კომისია კონკურსში მონაწილეთაგან გამოავლენს გამარჯვებულებს: 1 (პირველი), 2 (მეორე) და 3 (მესამე) ადგილებს.


კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულებს:

ა) 1 (პირველი) ადგილზე გასულ პირთან, ახალციხის  მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ძეგლის განსათავსებლად საჭირო ხელშეკრულების გაფორმებას.

ბ) 2 (მეორე) ადგილზე გასული პირი მიიღებს ფულად ჯილდოს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

გ) 3 (მესამე) ადგილზე გასული პირი მიიღებს ფულად ჯილდოს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.


8.2 საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ეცნობებათ კონკურსანტებს.


8.3 გამარჯვებულ კონკურსანტ(ებ)თან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში, მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშებზე.


8.4 კონკურსი ჩაშლილად ითვლება თუ, საკონკურსო კომისია არ გამოავლენს კონკურსში გამარჯვებულს. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დამატებით ქვეყნდება საჯაროდ.


8.5 კონკურსის მონაწილეებს წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები უკან უბრუნდებათ.

გააზიარე