ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გიორგი თანდაშვილის ნამუშევრების გამოფენა

10 ნოემბერი, 2022

დღეს, ახალცხის ციხის ,,ციტადელის“ საკონფერენციო დარბაზში მხატვრისა და გრაფიკოსის, გიორგი თანდაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 30-მდე გრაფიკული ნამუშევარი.

გამოფენის გახსნას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურის, საგანმანათლებლო სფეროს და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

წარმოდგენილმა ნამუშევრებმა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებლებზე, მათ ავტორს მადლობა გადაუხადეს სტუმრობისთვის. როგორც გიორგი თანდაშვილმა ანიშნა, მომავალ წელს ახალი ნამუშევრებით და ახალი კონცეფციით კვლავ ეწვევა ახალციხეს.

+13

 

გააზიარე