ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„ღია აკადემიური“ კონცერტი ახალციხის სამუსიკო სკოლაში

27 ივნისი, 2019

ახალციხის სამუსიკო სკოლაში, „ღია აკადემიური“ კონცერტი გაიმართა. 

მოსწავლეებმა სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა გააცნეს. სხვადასხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები და სიმღერები შეასრულეს.

კონცერტის დასასრულს სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს შესაბამისი დიპლომები და ჯილდოები გადაეცათ. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ სამუსიკო სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი და გუნდის ხელმძღვანელი მონაზონი ნინო სარაშვილი მხარის რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის სახელით, გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისათვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამხახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარშვილმა კი სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს, მუნიციპალიტეტის მერის ზაზა მელიქიძის სახელით, საჩუქრად წიგნები გადასცა.

ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

გააზიარე