ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობა გრძელდება

15 ნოემბერი, 2019

ქალაქ ახალციხეში და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების მონტაჟი გრძელდება.

ფიტნეს ტრენაჟორები კიდევ რვა ლოკაციაზე განთავსდა. მოსახლეობას უკვე შეუძლია ახალი ტრენაჟორებით ისარგებლოს ტბის მიმდებარედ, 9 აპრილზე 9 სართულიანი კორპუსის ეზოში არსებულ სკვერში, კოსტავას ქუჩაზე ქ. №165-179 (ე.წ. ხუთსართულიანები) კორპუსებს შორის , მიქუტიშვილის ქუჩაზე, ცენტრალურ სტადიონზე, საბარგო სადგურზე, ქალაქ ვალისა და სოფელ აწყურის კულტურის სახლის ეზოებში.

ახალციხის მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის, ჯამში 12 გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორია განთავსებული.

გააზიარე