გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში
ახალციხის ცენტრალურ ბიბიოთეკას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია და მისი მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი ესტუმრნენ.
კონსტანტინე გამსახურდია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი ლაზარაშვილთან, პირველ მოადგილესთან ილია ზარდიაშვილთან, სახელმწიფო რწმუნებულის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად ბიბლიოთეკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, ბიბიოთეკებისა და ახალგაზრდული ცენტრების თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და ახალციხის ბიბლიოთეკას საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადასცა.
მხარეებმა საბიბლიოთეკო მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ირაკლი ლაზარაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტში სტუმრობისა და მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, კონსტანტინე გამსახურდიამ ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების საქმიანობა დადებითად შეაფასა, წარმატებები უსურვა და წარმოდგენილ ღონისძიებას დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ წიგნადი ფონდი მუნიციპალიტეტში არსებულ ბიბლიოთეკებში ყოველწლიურად ახლდება. მიმდინარე წელსაც, მკითხველის ინტერესების გათვალისწინებით, კულტურის დაწესებულებების გაერთიანებამ სხვადასხვა ჟანრის მრავალფეროვანი ლიტერატურა შეიძინა, რომელიც ყველა მოქმედ ბიბლიოთეკას გადაეცემა.