ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის სისტემის, VOLIS-ის პილოტირება

5 ივლისი, 2018

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის სისტემის, VOLIS-ის პილოტირება ახალციხის მუნიციპალიტეტში. პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.

ამ ეტაპზე, გააქტიურებულია შემოსული წინადადებების ხმის მიცემის ფუნქცია, რომელიც გაგრძელდება მიმდინარე წლის 17 სექტემბრამდე.

ყველაზე რეიტინგული წინადადების განხორციელება გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტში.

გთხოვთ, ხმის მისაცემად გადახვიდეთ შემდეგ ამ ბმულზე.
 

შენიშვნა: გთხოვთ, ფორმის შევსებისას არ მიუთითოთ სხვისი ან ყალბი პირადი ნომერი.
თითოეული მიცემული ხმა გადამოწმდება პირადი ნომრით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. მითითებული პირადი ნომრის მფლობელის საცხოვრებელი ადგილი უნდა შეესაბამებოდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებაში შემავალ ტერიტორიას.

გააზიარე