ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

დიდი ბრიტანეთის ელჩი ახალციხეში

6 დეკემბერი, 2019

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილე ზურა ხაჩიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკენზ სმიტს შეხვდნენ.

შეხვედრა „2019 წლის შემოდგომის დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის განსაკუთრებულ მეგობრობას აღნიშნავს.

დღესვე, ელჩი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და ახალციხის ცენტრალურ პარკში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.

გააზიარე