ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეშიც აღნიშნეს

21 მარტი, 2019

დღეს, 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიღვნილ კამპანიას, მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეუერთდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.

დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ პარკსა და მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობები მოეწყო. 
ქალაქის ცენტრალურ პარკში გამართული აქციის მიზანი დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანების უფლებებისა და აქტიურ ცხოვრებაში მათი ჩართულობის პოპულარიზაცია იყო. 

აქციის ფარგლებში მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მიერ, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის თემაზე შესრულებული ნახატების გამოფენა, თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს ქალაქ ახალციხის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც. ღონისძიების საპატიო სტუმრები განსაკუთრებული ხალისით ჩაერთნენ ხატვასა და სპორტულ აქტივობებში. სამახსოვრო ფოტოსესიის შემდეგ კი, მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა ისინი საჩუქრებითაც გაახარეს. 

აქციაში ქალაქის მაცხოვრებლებთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. 

გააზიარე