ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

დასუფთავების აქცია ახალციხეში

19 მარტი, 2019

 

ქალაქ ახალციხეში მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდა. 

ახალციხის მერიის მიერ ორგანიზებულ აქციაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. 

პირველ ეტაპზე სააგიტაციო და სხვა სახის მასალისგან გაიწმინდა ქალაქის ცენტრალური ქუჩები და აღნიშნული მასალების განსათავსებლად გამოყოფილი სპეციალური ადგილები. კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემდეგ, ანალოგიური სახის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

გააზიარე