ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დამსახურებული სპორტსმენი, გრიგოლ ტაბატაძე იუბილარია

23 სექტემბერი, 2024

ყველასათვის საყვარელი პედაგოგი, არაერთი თაობის აღმზრდელი და დამსახურებული სპორტსმენი, გრიგოლ ტაბატაძე იუბილარია

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, მოადგილეებმა ვაჟა გაჩეჩილაძემ და რუბენ კარაპეტიანმა, კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა ღვაწლმოსილ სპორტსმენს იუბილე მიულოცეს და ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვეს.

ირაკლი ლაზარაშვილმა, გრიგოლ ტაბატაძეს სპორტის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელი გადასცა და წარმატებები უსურვა.

გრიგოლ ტაბატაძემ სპორტული მოღვაწეობა ტანვარჯიშით დაიწყო, 1964 წლიდან ვარჯიში ძალოსნობაში გააგრძელა. 1971 წელს კი ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მას პროფესიული საქმიანობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 1973 წლიდან მუშაობდა ქალაქ ახალციხის №2 საჯარო სკოლაში სპორტის პედაგოგად. სკოლაში მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს უფროსი მასწავლებლისა და მეთოდისტ მასწავლებლის წოდებები. რამდენჯერმე მინიჭებული აქვს საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი. ამჟამად, გრიგოლ ტაბატაძე მუშაობას ახალციხის მუნიციპალიტეტის „სპორტულ გაერთიანებაში“ დირექტორის მოადგილის პოზიციაზე აგრძელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს ღვაწლმოსილ სპორტსმენსა და პედაგოგს იუბილეს!

+5

გააზიარე