ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

წყლის ველოსიპედებით გუნდური შეჯიბრი გაიმართა

25 სექტემბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტი „ევროპის სპორტის კვირეულს“ შეუერთდა.

მერიის სპორტული პროგრამების განყოფილების ორგანიზებით, კვირეულის ფარგლებში, ახალციხის ხელოვნურ ტბაზე წყლის ველოსიპედებით გუნდური შეჯიბრი გაიმართა.

სპორტულ აქტივობებში ქალაქ ახალციხისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩაერთვნენ.

ადგილები კი ასე გადანაწილდა:
(14-17 წლამდე)
 I ადგილი - გიორგი ნათენაძე, მარიამ კაპანაძე;
II ადგილი - გიორგი გოგოლაური, თამარ ბალახაშვილი;
III ადგილი - ვასილ სიდორკინ, ლუსი ხანიკიან;

(17 და ზემოთ)
I ადგილი - საბა მიგრიალური, ქეთი ლომიძე;
II ადგილი - დერო არზუმანიან, სუსანნა ამბარცუმიან;
III ადგილი - სარქის პაპოიან, ასია ჩარუხჩიან;

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი ესწრებოდნენ.

გამარჯვებული მოსწავლეები მერიისგან მედლებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

გააზიარე