ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

14 აპრილი, 2021

დღეს, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილს, ქალაქ თბილისში განვითარებული მოვლენები და ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ენის შესახებ გამოფენილ ლიტერატურას.

დედაენის დღე, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქმედ ბიბლიოთეკებშიც აღინიშნა. 

გააზიარე