ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

წარმატებულ მოსწავლეებთან შეხვედრა

7 ნოემბერი, 2019

ახალციხის სამუსიკო სკოლაში, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით გადალახეს შეხვედრა გაიმართა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ მოსწავლეებს მიღწეული შედეგები მიულოცეს და მომავალშიც წარმატებები უსურვეს. მუნიციპალიტეტიდან საბაზო საფეხური წარმატებით 79-მა მოსწავლემ გადალახა. მათ მერიისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება მუსიკალურად სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა გააფორმეს. ნორჩმა პოეტებმა კი საკუთარი ლექსები წაიკითხეს.

შეხვედრას სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.

გააზიარე