ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

21 ნოემბერი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ბიუჯეტის პროექტი აუდიტორიას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ გააცნო და დეტალურად ისაუბრა ძირითად პარამეტრებზე, დაგეგმილ პროექტებსა და პრიორიტეტებზე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 15 500 000 ლარით განისაზღვრა და მთავარ პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებები რჩება.

შეხვედრაზე ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები გამოთქვეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. დამსწრეთა დასმულ კითხვებს უპასუხეს მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, აღინიშნა, რომ მაქსიმალურად მოხდება გაჟღერებული წინადადებებისა და ინიციატივების გათვალისწინება.

 

გააზიარე