ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ახალციხეში

1 ივნისი, 2019

დღეს ქალაქის ცენტრალურ პარკში განსაკუთრებული მხიარულება და ჟრიამული იყო. 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით აღინიშნა ახალციხეში.

მუნიციპალიტეტის მერიისა და „World Vision საქართველოს“ ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, ახალციხელ პატარებს სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებზედასწრების საშუალება ჰქონდათ. მოეწყო ზღაპრებისა და მულტფილმების გმირების კოსტუმირებული მსვლელობა და პატარებს მათთან სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება ჰქონდათ. ასევე, პატარა სტუმრების წინაშე ახალციხის პროფესიული თოჯინების თეატრის სპექტაკლით „ნაცარქექია“ წარსდგა.

„World Vision საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პროგრამის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, კი კონცერტი, ფლეშმობი და სპორტული აქტივობები გაიმართა, საბავშვო გასართობ კუთხეებში პატარებს სახის მოხატვა, ხატვა და ფოტო გადაღები შეეძლოთ. ღონისძიების ბოლოს, მათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ინიციატივით ნაყინებიც დაურიგდათ, შემდეგ კი პარკის ტერიტორიაზე არსებული ატრაქციონებით გაერთნენ.

გააზიარე