ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ბაღინაშვილისა და სამსონიძის ქუჩებზე გზა ეწყობა

26 ნოემბერი, 2019

ქალაქ ახალციხეში, ბაღინაშვილისა და სამსონიძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე არხები, საყრდენი კედლები, საფეხმავლო ბილიკი, მოწესრიგდება 11 ჩიხი და ასფალტის საფარი დაიგება გზის 1800 მეტრიან მონაკვეთზე.

აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, წლების განმავლობაში ადგილობრივები გრუნტის გზით სარგებლობდნენ და განსაკუთრებთ უამინდობის დროს გადაადგილება უჭირდათ.

გზის რეაბილიტაციის გარდა დასახლებაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ საკანალიზაციო ქსელის მოწყობაც მიმდინარეობს.

სამუშაოების დასრულების შედეგად ადგილობრივები გამართული საგზაო და წყალარინების ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

გააზიარე