ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა გრძელდება

4 აპრილი, 2020

საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა გრძელდება.

ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის სასურსათო პაკეტების გადაცემა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისა და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

პროდუქტის გაცემის პროცესს საბავშვო ბაღებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორთან მარინა მერაბიშვილთან და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის პერიოდში გათვალისწინებული ბურღულეული, რძის პროდუქტები, პური, კვერცხი, კარაქი და ხილი ეტაპობრივად ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელს გადაეცემა.

გააზიარე