ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ბაგა-ბაღებში პროდუქტების გაცემა გრძელდება

2 აპრილი, 2020

საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა გრძელდება.

ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის სასურსათო პაკეტების გადაცემა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისა და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

პროცესს დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გურამ მელიქიძე და რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორთან მარინა მერაბიშვილთან ერთად ქალაქ ახალციხის №1 ბაგაში, №2 № 4 და №6 საბავშვო ბაგა-ბაღებში გაეცნენ.

დღესვე, აღსაზრდელებისათვის გათვალისწინებული საკვები პროდუქტი დარიგდა აწყურის, ფერსის, ურავლის, მუსხის, ანდრიაწმინდის, მინაძის, ელიაწმინდისა და წინუბნის საბავშვო ბაღებშიც. მშობლებს კუთვნილ სასურსათო პაკეტთან ერთად საინფორმაციო ფლაერები დაურიგდათ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და წესების შესახებ.

გურამ მელიქიძემ და რუბენ კარაპეტიანმა ბაგა-ბაღების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს პროცესის სათანადოდ ორგანიზებისთვის. აღინიშნა, რომ საკვები პროდუქტის გაცემა სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის პერიოდში გათვალისწინებული ბურღულეული, რძის პროდუქტები, პური, კვერცხი, კარაქი და ხილი ეტაპობრივად ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელს გადაეცემა.

გააზიარე