ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალი სპორტული მოედნები ღრელსა და მინაძეში

25 აგვისტო, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.

ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული მოედნების მოწყობა დასრულდა სოფლებში ღრელსა და მინაძეში.

განხორციელებული პროექტი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, მოადგილეებმა ილია ზარდიაშვილმა, ვაჟა გაჩეჩილაძემ, რუბენ კარაპეტიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, ადგილობრივებთან ერთად დაათვალიერეს და ბავშვებს საჩუქრად ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები გადასცეს.

სპორტული მოედნების მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

მიმდინარე წელს, ახალი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები მოეწყო ასევე სოფელ სხვილისში, ქალაქ ახალციხეში ტაბიძისა და რუსთაველის ქუჩებზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქ ვალეში არსებულ მოედანს. ამ დროისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს, სოფელ სვირში და ქალაქ ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში.

+19

 

გააზიარე