ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალი საბავშვო ბაღის ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს

26 ივლისი, 2022

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა №124-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.

თანამედროვე სტანდარტის მქონე საბავშვო ბაღი 180 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის შესაბამისად ახალ ბაღში მოეწყო ბავშვთა დასასვენებელი, გასართობი, სასადილო და სხვა დანიშნულების ოთახები, განახლდა გარე სივრცეებიც. ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღის საჭირო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს.

საბავშვო ბაღის ინვენტარით, ტექნიკით და სათამაშოებით აღჭურვის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელთან მარინა მერაბიშვილთან ერთად გაეცნო.

საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს, სადაც პატარები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში დაეუფლებიან.

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა, მისი ღირებულება 2,6 მილიონ ლარია.

+4

გააზიარე