ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია

21 მარტი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში  ახალგაზრდული SKYE კლუბის მიერ მომზადებული პროექტის -„ჯანსაღი ცხოვრების წესი - შენი არჩევანია“   პრეზენტაცია გაიმართა.

კლუბის წევრებმა ახალციხის მერიის განათლების, კულტურისა და   სპორტის სამსახურის წარმომადგენლებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი  აქტივობები გააცნეს, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია. პროექტი  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და World Vision საქართველოს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მუნიციპალიტეტის მერიის  წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი პროექტი, ამასთან ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტში წლის განმავლობაში დაგეგმილი კულტურული, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.  განათლების, კულტურისა და   სპორტის სამსახურის  უფროსმა ზაზა თამარაშვილმა ახალგაზრდების გააქტიურებისა და ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. იმედი გამოთქვა, რომ მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მიმართ მათი დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება და მომავალში შესაძლებელი იქნება ერთობლივი პროექტების განხორციელებაც.    

 

გააზიარე